თამარ გაბუნია: საქართველო „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს ივნისის ბოლომდე მიიღებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს ივნისის ბოლომდე მიიღებს.
“ივლისის თვიდან ჩვენ ვაქცინების საკმაო რაოდენობა გვექნება იმისთვის, რომ გაფართოებული კამპანია დავიწყოთ. ივნისის ბოლომდე „ასტრაზენეკას“ დარჩენილი 43 000 დოზა, ქვეყანაში ჩამოვა.
„ასტრაზენეკას“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია ვისაც უწევს, 22 ივნისის შემდეგ დაემატება ადგილები და ყველას, ვისაც პირველი დოზა აქვს გაკეთებული, აუცილებლად ექნება მეორე დოზის მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.