გურამ მაჭარაშვილი – ,,ნაცმოძრაობაზე”: არ ვიცი, ჩაეძინათ თუ რატომ მოვიდნენ პარლამენტში 12:00 საათის ნაცვლად სამ საათზე
“არ ვიცი, ჩაეძინათ თუ რატომ მოვიდნენ პარლამენტში 12:00 საათის ნაცვლად სამ საათზე”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიასა და პარტიის სხვა წარმომადგენელს პოლიტიკური განცხადების გაკეთება თუ სურდათ, დებატები სულ მცირე საათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ რეგლამენტის კარგად სწავლა მოუწევს, რადგან სამშაბათობით იმართება პოლიტიკური დებატები. თუ მელიას ან სხვას უნდოდა პოლიტიკური განცხადების გაკეთება, დებატები სულ მცირე საათ-ნახევარი მიმდინარეობდა. არ ვიცი, ჩაეძინათ თუ რატომ მოვიდნენ პარლამენტში 12:00 საათის ნაცვლად სამ საათზე. ესეც მათ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. დღის წესრიგით რა საკითხებიც იყო განსაზღვრული, ამოიწურა. მაინტერესებს, რა შესრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლით, მათი თავმჯდომარის რომელი სიტყვები შესრულდა – ის, რომ ვინც პარლამენტში შევა, პუფი იქნება თუ ის, რომ ვინც პარლამენტში შევა, შევა „ქართულ ოცნებაში“. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.