ხატია დეკანოიძე: საპარლამენტო სესიის დარბაზში “ნაცმოძრაობის” შესვლიდან 10 წუთში უმრავლესობამ დაასრულა სხდომა და გაიქცა დარბაზიდან
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო სესიის დარბაზში მისი პარტიის წევრების შესვლიდან 10 წუთში უმრავლესობამ დაასრულა სხდომა და სხდომის დარბაზიდან გაიქცა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ჩართულობის ეშინია.
“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საქმიანობის დაწყების შემდეგ მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადეს სესიას და სხდომას. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით, რომ მონაწილეობას მივიღებთ ისეთი საკითხების განხილვაში, რაც აწუხებს საზოგადოებას. “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სესიის დარბაზში შესვლიდან 10 წუთში უმრავლესობამ დაასრულა სხდომა და გაიქცა სხდომის დარბაზიდან. ისინი, “ქართული ოცნება”, ჩამოშლილი ხელისუფლება გაექცნენ შიშის გამო ყველაზე მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ნამდვილად აინტერესებდა, რომ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა. მათ ასევე შეეშინდათ ნიკა მელიას ფრაქციის დროით გამოყენებული პოლიტიკური მიმართვის და ასევე შეეშინდათ ყველა ჩვენი წევრის ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობის”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.