“ვაპირებთ, აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში” – “ნაცმოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება.
პარტიის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები პარლამენტს განიხილავენ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებზე ძლიერად წარდგეს.
„განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა, მათ შორის, გეგმა და სტრატეგია. პირველ განცხადებას მნიშვნელოვანი კანონპროექტის ირგვლივ გააკეთებს პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია. ჩვენ ვაპირებთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და მივიტანოთ ყველა ჩვენი მოქალაქის ხმა. ჩვენ ამ პარლამენტს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წარვდგეთ ძლიერად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად დაამარცხებს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“. მე ამ პარლამენტს ვუყურებ, როგორც გარდამავალ პარლამენტს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე“, – განაცხადა დეკანოიძემ.