ანა ბუჩუკური: ჩვენ არ ვჭორაობთ, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ
პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ბუჩუკურის თქმით, მისი პარტია საქართველოსთვის ერთიანდება.
“ჩვენი გუნდის ლიდერმა, გიორგი გახარიამ უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია. ჩვენ არ ვჭორაობთ, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ. უფრო დეტალურად თავად გიორგი გახარია ისაუბრებს”, – აღნიშნა ბუჩუკურმა.
ივანიშვილის თქმით, თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი.
ივანიშვილის შეფასებებს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა: “მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო… სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოოდ, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!”.