საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 014 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 349 405 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 334 519, გარდაიცვალა 4 934 პაციენტი.