საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, დასავლეთში 26 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში 29 გრადუსამდე.
meteo.gov.ge-ს მიხედვით, უნალექო ამინდი შენარჩუნდება 10 ივნისამდე, 10 ივნისს კი ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.
დედაქალაქში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება. უნალექო ამინდი და +15 +28 ტემპერატურა 10 ივნისამდე შენარჩუნდება.