არჩილ თალაკვაძე: მინდა, ყველა ბავშვს მივულოცო ეს დღე
პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს.
“1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. მინდა, მივულოცო ყველა ბავშვს და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ოცნებების ასრულება.
ამ დღეს, ასევე, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, – მასწავლებლებს, მედიკოსებს, სოციალურ მუშაკებს, აღმზრდელებს, ფსიქოლოგებს, პოლიციელებს, მაშველებს და სხვა სფეროს პროფესიონალებს, ვისაც პირადი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის განვითარებაში, კეთილდღეობასა და მისი უფლებების დაცვაში”, – წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.