კახა კახიშვილი: მკაფიოდ უნდა გაიწეროს, სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხება ამნისტია

,,ქართული ოცნების” დეპუტატ კახა კახიშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტში მკაფიოდ უნდა გაიწეროს, სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხება ამნისტია.

„ვფიქრობ, პროექტიდან სიტყვა „მოვლენა“ უნდა ამოვიღოთ, ამნისტია 19-21 ივნისს მომხდარ დანაშაულს შევახოთ და არა – მოვლენას. დანაშაული აღრიცხულია სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, მუხლებზე უნდა გადავიდეთ და არა – მოვლენის ზოგად შეფასებაზე. მეორე საკითხია მომხდარი დანაშაულის ტერიტორიული ლოკაცია. სად მოხდა 19-21 ივნისს – მხოლოდ რუსთაველზე, ავლაბარში, ისანსა და ვაზისუბანში თუ ზოგადად ამ ქვეყანაში 19 და 21 რიცხვებში მომხდარი დანაშაული, რომელიც უკავშირდება კონკრეტულად პოლიტიკურ აქტივობას. როგორ ავსახავთ იმასაც, უკავშირდება თუ არა პოლიტიკურ აქტივობას.

უნდა ჩამოვწეროთ მუხლები, კონკრეტულად რომელ მუხლს ეხება, რომელს არ ეხება, ან მუხლის ნაწილს, ჩადენილი დანაშაულის ტერიტორიას და შინაარსს. გარდა ამისა, ასევე, შეგვიძლია, უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს ამნისტია არ ეხება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საკითხები სიღრმისეულად უნდა იყოს განხილული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები