არჩილ თალაკვაძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა, რომ ეროვნული ამოცანების გარშემო გავერთიანდეთ

“დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ, თანხმობით, მაღალი კონსენსუსით შევასრულოთ შეთანხმების დოკუმენტის ყველა ის პუნქტი, რომელსაც ერთად მოვაწერეთ ხელი პოლიტიკურმა პარტიებმა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ამოცანების გარშემო გაერთიანების დროა.

„გუშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კენჭისყრა მოხდა პარლამენტში, როცა ჩვენ „საარჩევნო კოდექსს“ პირველი მოსმენით ვუყარეთ კენჭი. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ, ასევე თანხმობით, მაღალი კონსენსუსით შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რომელსაც ერთად მოვაწერეთ ხელი პოლიტიკურმა პარტიებმა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა, რომ ეროვნული ამოცანების გარშემო გავერთიანდეთ, ვიკამათოთ, გავმართოთ დისკუსია და პოლიტიკური განხილვა იმ თემებზე, თუ რისი გაკეთებაც შეიძლება უკეთ ამა თუ იმ სფეროში, თუმცა, ერთიანობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები