არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტული იქნება

პარლამენტის ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩევნები საკანონმდებლო რეგულაციების და ეფექტურად მომუშავე ინსტიტუტების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ნდობას და ურთიერთპატივისცემას ეფუძნებოდეს.

თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტული იქნება.

„არჩევნები საკანონმდებლო რეგულაციების და ეფექტურად მომუშავე ინსტიტუტების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ეფუძნებოდეს ნდობას და ურთიერთპატივისცემას. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს, ამისათვის ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ როგორც საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებსაც ჰქონდეთ მაღალი ნდობა პროცესის მიმართ, როდესაც ისინი ხმას აძლევენ მათთვის სასურველ კანდიდატებს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო არჩევნები თვითმმართველობის არჩევის პროცესში იქნება მეტად კონკურენტული, ორიენტირებული პროგრამებზე და ლიდერებზე, რომელთაც შეუძლიათ შეასრულონ ის პირობები, რასაც საქართველოს მომავლისთვის ჰპირდებიან. ჩვენ, „ქართული ოცნება“ გამოვალთ განახლებული გუნდით, განახლებული პროგრამებით და თითოეულ ქალაქსა და სოფელში ჩვენს მოქალაქეებს ვეტყვით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები