საქართველოში უკვე 55 ათასამდე ადამიანი აიცრა
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესში 18 წელს ზემოთ მოქალაქეები არიან ჩართულები.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სულ 55 ათასამდე აცრაა ჩატარებული. საიდანაც ორივე დოზა 9 000-მდე ადამიანმა უკვე მიიღო.
რაც შეეხება კონკრეტულად Sinopharm-ით ვაქცინაციას, ის საქართველოში უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს. გუშინ იმუნიზაციის პროცესში პარლამენტარები საჯაროდ ჩაერთვნენ და სინოფარმის ვაქცინით აიცრნენ. საქართველოს მასშტაბით ადგილები სრულად დაჯავშნილია და ვაქცინაციის პროცესი გართულებების გარეშე ხორციელდება.