ამირან გამყრელიძე: ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა, ,,კომენდანტის საათი,, მოიხსნას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “ფეისბუქლაივის” დროს განაცხადა, რომ მისი უწყება მომავალ კვირაში აპირებს, საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შევიდეს, რომ ვაქცინის სრული – 2 დოზის მიღების შემთხვევაში ადამიანებს შეზღუდვების პერიოდში შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ.

“ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის – იგივე ე.წ. კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი… რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები