ვახტანგ გომელაურმა ნიდერლანდების ელჩთან საქართველოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – მააიკე ვან კოლდამთან, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, განსაკუთრებით – შემდეგ სფეროებში: საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულების სისტემა. ნიდერლანდების ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ნიდერლანდების მხარის ურყევ მხარდაჭერას. ელჩმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პანდემიის პერიოდში ნიდერლანდის მხარისა და ნიდერლანდების მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების გამო. შეხვედრის დასასრულ, ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობასა და ურთიერთობის შემდგომი განვითარების გეგმების დასახვაზე ისაუბრა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები