შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება (ვიდეო)

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

დღის ბოლოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.

შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ გუშინ ხელმოწერა გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები