1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4235 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4235 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4235 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0709 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0798 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0089 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ, 14 აპრილს შევა.