ნაძალადევში, მაჩხაანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, მაჩხაანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ქუჩის ქვედა ნაწილი რეაბილიტირდება. სამომავლოდ, ქუჩის ზედა ნაწილზე არსებული დაზიანებული გზაც შეკეთდება.
რაიონის გამგეობის ცნობით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გზის ძირითად მონაკვეთზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მცირე ნაწილზე კი ბეტონი დაიგება, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამურად, 1 130 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 70 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.