თბილისში, წერეთლის N101-ში წყალარინებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, წერეთლის გამზირის N101-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში დაზიანებული წყალარინებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, იცვლება წყალარინების შიდა და გარე ქსელი, რითაც მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – მამუკა ვეკუა გაეცნო.