მთაწმინდაზე, ინგოროყვას N10-ში ამორტიზებული სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა

მთაწმინდაზე, პ. ინგოროყვას ქ. N10-ში ამორტიზებული სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა.

შენობის ქანობიანი სახურავი, ჯამურად, 1 000 კვ.მ ფართობზე განახლდა.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი – დავით კირკიტაძე გაეცნო.

„მთაწმინდის რაიონის გამგეობა თანადაფინანსებულ პროექტებს აქტიურად განაგრძობს. აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურა ათეული წლებია, არ შეცვლილა, რაც ხელს უშლიდა და აზიანებდა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და მათ საკუთრებას. მსგავსი პროექტების განხორციელება წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მთაწმინდის რაიონში ამორტიზებული სახურავების რეაბილიტაცია კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 064 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები