თამარ გაბუნია: წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ყველგან, სადაც ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ყველგან, სადაც ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება.

მისივე თქმით, ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომელიც დაწესებულია, საკმაოდ ეფექტურია, მთავარია აღსრულების გამკაცრება და მონიტორინგი.

„წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ყველგან, სადაც ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება. დღეს ასეთი საჭიროება არის გურიასა და სამეგრელოში. შიდა ქართლში რამდენიმე ასეთი ადგილია იდენტიფიცირებული. ბოლო 1 კვირაა, ზოგიერთ სოფელში შემთხვევების მატებაა, ამ სოფლებში გააქტიურებული ტესტირება მიმდინარეობს, ეს აქტიური პრევენციული ღონისძიებაა, სხვა შეზღუდვაზე ამ ეტაპზე, ამ ლოკაციებზე საუბარი არ არის.

ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომელიც დაწესებულია, საკმაოდ ეფექტურია, მთავარია აღსრულების გამკაცრება და მონიტორინგი”, – აცხადებს გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები