“ეს რაოდენობა ცოტაა” – რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე – ამირან გამყრელიძის განმარტება

“ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი, დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა – ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება სულ მინიმუმ 3000 აცრა დღეში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფლად შეიძლება აცრების რიცხვის გაზრდა, რადგან უკვე სამყოფი ვაქცინაა ქვეყანაში.

„ახლა უკვე ვაქცინა არის სამყოფი – არის “ასტრაზენეკა”, არის “ფაიზერი” და ახლა უკვე შემოგვემატა ჩინური ვაქცინა “სინოფარმი”, ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია, ჩვენ გავზარდოთ რიცხვი. დღეიდან 55 წელს ზემოთ მოსახლეობა ჩაერთო აცრებში, დაემატა ასევე ორგანოგადანერგილთა და დიალეზზე მყოფთა ჯგუფები და მინიმალური დანაკარგით უნდა ავცრათ მაქსიმალურად მოსახლეობა და გთხოვთ კიდევ ერთხელ დაგვიჭიროთ მაქსიმალურად მხარი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები