სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები მსვლელობით ფილარმონიისკენ მიემართებიან
რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები მსვლელობით ფილარმონიისკენ მიემართებიან. ისინი 18:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობისკენ ერთობლივ მსვლელობას მოაწყობენ.
როგორც “სირცხვილიას” წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტთან სცენის მოწყობა ჯერჯერობით ვერ შეძლეს, ღონისძიება მაინც გაიმართება. აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები „კომენდანტის საათის“ და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ.