ჯანმო იმ ქვეყანას ასახელებს, რომელიც კოვიდვითარების გაუარესების ეპიცენტრი გახდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბრაზილიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება კრიტიკულია და  ქვეყანა ვირუსის ეპიცენტრი გახდა.

ამის შესახებ ორგანიზაციის ეპიდემიოლოგმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრაზილიის რამდენიმე შტატში მძიმე მდგომარეობაა, საავადმყოფოები კი გადავსებულია.

“რეალურად, ბრაზილიაში ამჟამად ძალიან მძიმე ვითარებაა, სადაც გვაქვს რამდენიმე შტატი უმძიმეს მდგომარეობაში”, – თქვა ექსპერტმა.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის 2 აპრილის მონაცემით, მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე ვითარებაა აშშ-ში, სადაც 30 538 840 ინფიცირებულია გამოვლენილი, ბრაზილია 12 839 844 და ინდოეთი 12 221 665 პაციენტით.

რაც შეეხება ლეტალობის სტატისტიკას – აშშ-ში 553 120 გარდაცვლილია; ბრაზილიაში – 325 284, ხოლო ინდოეთში – 162 927.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები