1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4118 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3846 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0272 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9840 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0204 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.