“მიუღებელია მსგავსი საქმის გარჩევა პარტნიორებთან, დიპლომატებთან, რომლებიც წლებია, ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ სასარგებლოდ მუშაობენ” – ოპოზიცია შალვა ნათელაშვილის რიტორიკას ემიჯნება
“მიუღებელია მსგავსი საქმის გარჩევა პარტნიორებთან, დიპლომატებთან, რომლებიც წლებია, ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ სასარგებლოდ მუშაობენ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, როცა მძიმე პოლიტიკური კრიზისია, ზომიერება მნიშვნელოვანია.
„მსგავსი საქმის გარჩევა პარტნიორებთან, დიპლომატებთან, ადამიანებთან, რომლებიც წლებია – ჩვენი მეგობრები არიან და საქართველოს თემებს კარგად იცნობენ და ჩვენ სასარგებლოდ მუშაობენ, მიუღებელია. რა თქმა უნდა, თავიდან უნდა ავირიდოთ მსგავსი რიტორიკა. მით უმეტეს, როცა მძიმე პოლიტიკური კრიზისია, როცა ყველა ჩართულნი ვართ და ისინიც არიან მოლაპარაკების პროცესში, ამ დროს გვმართებს ზომიერება. ზოგადად, მსგავსი რიტორიკა, როცა მეგობრებს ვესაუბრებით, არაა სასურველი“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
საქართველოს „ლეიბორსიტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს აკრიტიკებს.