“ამ მომენტისთვის ელექტროენერგია მთელი ქალაქის მასშტაბით აღდგენილია; ზარალს დავითვლით და, როგორც ყოველთვის, გაიცემა შესაბამისი კომპენსაციები” – ფოთის მერი
“ინტენსიურად მიმდინარეობს ამოტუმბვით სამუშაოები იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს. გასულია მუნიციპალური სამსახური, ასევე, საგანგებო სამსახური”, – ამის შესახებ ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ განაცხადა.
„საბედნიეროდ, ამ მომენტისთვის გამოიდარა და პროგნოზიც უკეთესია. ამ მომენტისთვის ელექტროენერგია მთელი ქალაქის მასშტაბით აღდგენილია. მუშაობს ყველა სატუმბი სადგური. ზარალს დავითვლით და, როგორც ყოველთვის, გაიცემა შესაბამისი კომპენსაციები“, – აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.
ფოთში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.