ეკატერინე ტიკარაძე – ექთნის გარდაცვალებაზე: რეგულირების სააგენტოს ამ ეტაპზე არავითარი დარღვევა არ აქვს აღმოჩენილი

“რეგულირების სააგენტოს, ამ ეტაპზე, არავითარი დარღვევა არ აქვს აღმოჩენილი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ექთნის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულირების სააგენტოსა და სამხარაულის ექსპერტიზის შედეგები შეჯამდება და საბოლოო დასკვნა ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

“რეგულირების სააგენტოს, ამ ეტაპზე, არავითარი დარღვევა არ აქვს აღმოჩენილი. რეგულირების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს, სამხარაულის ექსპერტიზა – თავისი. საბოლოოდ, ეს ორი მიმართულება შეჯერდება და ამით დაიდება დასკვნა”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი ორის” ეთერში.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები