აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.
ამის შესახებ „კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
მათივე თქმით, ვაქცინაცია ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.
როდის განახლდება ვაქცინაციის პროცესი მაღალმთიან აჭარაში, ჯერჯერობით, უცნობია. ამასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები დღეს 15:00 საათზე გაკეთდება.