სოზარ სუბარი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო იყოს მყარი

“ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გამოხატულება იყო ის, რომ თავის დროზე ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში მანდატები არ შევუწყვიტეთ და ღიად დავტოვეთ კარი მოლაპარაკებებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო მყარი იყოს.

„ჩვენი პოზიცია ცნობილია, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო იყოს მყარი. სხვათა შორის, თავის დროზე რომ ოპოზიციას მანდატები არ შევუწყვიტეთ, ჩვენი კონსტრუქციულობის ძალიან მკაფიო მაგალითი იყო. მანდატები რომ შეგვეწყვიტა, დღეს არანაირი დიალოგი და მოლაპარაკება არ იქნებოდა. ვერანაირი ევროკავშირის შუამავლობა ვერ შედგებოდა. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გამოხატულება იყო ის, რომ თავის დროზე მანდატები არ შევუწყვიტეთ და ღიად დავტოვეთ კარი მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები