სერგო ჩიხლაძე: მეთიუ ბრაიზას კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა, თუმცა, მოლაპარაკებებისა და შეთანხმების გარეშე არავინ არსად შესვლას აპირებს

“მეთიუ ბრაიზას კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა, თუმცა, მოლაპარაკებებისა და შეთანხმების გარეშე არავინ არსად შესვლას აპირებს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

„მეთიუ ბრაიზა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მეგობარია და მის აზრს ვითვალისწინებთ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი უკვე მიმდინარეობს, დღის წესრიგი შედგენილია. დღის წესრიგი ასეთია – გვაქვს მოლაპარაკებები, ვთანხმდებით საკითხებზე და თუ შეთანხმება არის, რა თქმა უნდა, ოპოზიცია სრულფასოვნად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში. მეთიუ ბრაიზას კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა, თუმცა მოლაპარაკებებისა და შეთანხმების გარეშე არავინ არსად შესვლას აპირებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების მიერ ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა: „მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, აიღეთ მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ, თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ ონლაინკონფერენციაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები