მამუკა მდინარაძე: ძალადობა ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით, თუ ეს ხდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის კატეგორიულად მიუღებელი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ძალადობა ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით, თუ ეს ხდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის კატეგორიულად მიუღებელი.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ძალადობას გამართლება არ აქვს.

“ძალადობა ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით, თუ ეს ხდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც საზოგადოების ყველა წევრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ!

არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე ადამიანის პროფესიული საქმიანობა მოგვწონს თუ არა, როგორ ფასდება ის რომელიმე პირის თუ პირთა წრის მიერ, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არ იძლევა ძალადობის გამართლების არანაირ საშუალებას!”, – წერს მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები