სერგო ჩიხლაძე: ელჩებს დავუდასტურეთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის
“ელჩებს დავუდასტურეთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ჩიხლაძემ ელჩებს მადლობა გადაუხადა.
„ელჩებთან შეხვედრაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. უბრალოდ, ბოლო დღეების ვითარება კიდევ ერთხელ ავუხსენით ელჩებს. ისინი ძალიან შეშფოთებული არიან და მადლობა მინდა, ვუთხრა, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ჩვენ დავუდასტურეთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. დიდი მოწონებით შეხვდნენ ჩვენს მზაობას და ამიტომ ჯერი ისევ „ქართულ ოცნებაზეა“. შეხვედრები გაგრძელდება ელჩებთან. „ქართულ ოცნებას“ როდესაც გაესაუბრებიან, სავარაუდოდ, კვლავ შედგება ჩვენი შეხვედრა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.