სოზარ სუბარი: საერთაშორისო კრიტიკა სამწუხაროა, თუმცა, მას ვერ დავეთანხმებით

“ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნოა შეფასებები, ჩვენი ქვეყნისთვის ეს კარგი არ არის, თუმცა, ამავე დროს, ეს არის აბსოლუტურად არასწორი, ვერ დავეთანხმები ამ შეფასებებს”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეფასებებს.

მისივე თქმით, პოლიციას მადლობა ეკუთვნის.

„რაც არის კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის არის საქართველოშიც. რასაც ეწოდება იქ შიდა ტერორიზმი, იმას ჩვენთანაც ეწოდება შიდა ტერორიზმი. ჩვენ გაცილებით რბილი ტერმინები შევარჩიეთ, ამერიკისგან განსხვავებით. რომ არ ეყოჩაღა პოლიციას 20 ივნისს, ზუსტად შეიძლებოდა, დასრულებულიყო, როგორც ეს მოხდა კაპიტოლიუმში და არაერთი ადამიანი დაიღუპა. ყველაფერი რომ კარგად ჩატარდა, პოლიციას მადლობა ეკუთვნის. კრიტიკა სამწუხაროა, თუმცა, მას ვერ დავეთანხმებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები