ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციამ მოლაპარაკებებზე უარი იმიტომ თქვა, რომ იციან, არჩევნები არ გაყალბებულა და ეს რევოლუციისა და გადატრიალების სცენარს იურიდიულად წერტილს დაუსვამდა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ მოლაპარაკებებზე უარი იმიტომ თქვა, რომ იციან, არჩევნები არ გაყალბებულა და ეს რევოლუციისა და გადატრიალების სცენარს იურიდიულად წერტილს დაუსვამდა.
,,სააკაშვილი უკრაინიდან პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა, როგორ უნდა მოხდეს სასამართლოზე შეტევა, პოლიციელების დატერორება, აქ ჩვენ გვაქვს გამოცხადებული ქრონიკა იმისა, თუ როგორ უნდა ჩამოიქცეს სახელმწიფო და არცერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც იმ ოფისში იკრიბება, არ დასვა ერთი შეკითხვა, არის კი ეს ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
ოპოზიციამ მოლაპარაკებებზე უარი იმიტომ თქვა, რომ იციან, არჩევნები არ გაყალბებულა და ეს რევოლუციისა და გადატრიალების სცენარს იურიდიულად წერტილს დაუსვამდა. ამის შემდეგ წავიდნენ ისინი ამ გამწვავებაზე. სახელმწიფოს წინაშე დადგა ასეთი არჩევანი – ან შევინარჩუნებდით ქვეყანას, რომელსაც აქვს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა ან მუდმივად დავრჩებოდით ჰიბრიდული ომის ქვეშ მყოფ ჰიბრიდულ არშემდგარ სახელმწიფოდ, არშემდგარი დემოკრატიით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.