საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა შემდეგ სამუშაოებზე: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი–რკონის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის (კმ13-კმ18) რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით 5.9 მლნ. ლარი; ადგილობრივი მნიშვნელობის ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ21-კმ28) მონაკვეთის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით 10.15 მლნ. ლარი და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე, მდინარე ტორჩიაზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით 1.2 მლნ. ლარი;

აღნიშნული პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

შესყიდვის ბმულები:

ადგილობრივი მნიშვნელობის ზომლეთი – ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები:

შესყიდვის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642852&lang=ge

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები:

შესყიდვის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=643676&lang=ge

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე, მდინარე ტორჩიაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები:

შესყიდვის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644692&lang=ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები