მაია ცქიტიშვილი, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა რამდენიმე წუთის წინ დატივა საზოგადოებას დაემშვიდობა და 9-წლიანი პერიოდი შეაფასა.
როგორც მან განაცხადა, სურს, პოლიტიკიდან წავიდეს და ოჯახს დაუბრუნდეს.
„მე და ირაკლი 15 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, ბევრი გაკეთებული საქმე გვაკავშირებს. ჯერ კიდევ ფონდ „ქართუდან“.
ბატონ ირაკლის გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გავიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ჩემი ცხოვრების დატვირთული 9-წლიანი პერიოდი ამით დავასრულო.
ირაკლი ქარსელაძე ჩემი პირველი მოადგილე გახლდათ და მასთან ერთად ინფრასტრუქტურის სამინისტროში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ და წამოვიწყეთ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი მოადგილეები ასევე გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელიც ერთად წამოვიწყეთ. ვფიქრობ ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი გახაირას, რომელთანაც ერთად ვიყავი ვიცეპრემიერის თანამდებობაზე,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა