სიეტლის ფრედ ხაჩინოსნის სახელობის ონკოლოგიური ცენტრისა და საფრანგეთის გრენობლ-ალპების უნივერსიტეტის სპეციალისტებმა 2021 წელს COVID-19-ის განვითარების მოდელი შექმნეს.
მათი პროგნოზით, მომდევნო ტალღა ძალას ზაფხულის დასაწყისში მოიკრებს და დაკავშირებული იქნება SARS-CoV-2-ის ახალ შტამებთან, აქ საკვანძო ფაქტორი ვაქცინების ეფექტურობასთან იქნება დაკავშირებული.
როგორც მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 საკმარისად კარგად არის შესწავლილი, არსებობს გაურკვევლობა ახალი შტამების გაჩენასა და მათ წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუმცა, მოდელირების შედეგმა აჩვენეს, რომ ყველა შესაძლო სცენარის განვითარების დროს მთავარი ფაქტორები, რომლებსაც სიკვდილიანობის შემცირება შეეძლება – არის სწრაფი ვაქცინაცია და იზოლაციის რეჟიმის ნაადრევი დაწესება.
მეცნიერები ამბობენ, რომ, ყველა სცენარის გათვალისწინებით, ზაფხულის დასაწყისში ვირუსის ყველაზე გადამდები შტამები გახდებიან დომინანტები. ამასთანავე, სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი იქნება შემცირებული, ვიდრე ეს წინა წელს იყო(იმ პირობით, თუ ხელისუფლებები შეზღუდვებს დროულად შემოიღებენ).
სტატიის ავტორები ასევე ამბობენ, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ვაქცინაციის დონისა და მის ეფექტურობაზე.