“კარფურის” ვებ-გვერდის გატეხვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

“კარფურის” ვებ-გვერდის გატეხვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას“ უწყებში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას გულისხმობს.
ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელ “კარფურის” საიტი საქართველოში – carrefour.com.ge გატეხეს.
ვებ გვერდზე ჰაკერებმა ინგლისურ ენაზე შემდეგი სახის ტექსტი დატოვეს. “ჩვენ ვართ მუსლიმები; ყურანი არის ჩვენი წიგნი; ღმერთის გვწამს და ღმერთისთვის ვმუშაობთ; გვძულხარ შარლი ჰებდო, ისლამი სიმართლეა, ამიტომ არის ის ყველაზე სწრაფად ზრდადი რელიგია, ” წერია ვებ გვერდზე დატოვებულ ტექსტში.
ამ დროსითვის carrefour.com.ge-გათიშულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები