წარწერა ფრანგული “კარფურის” ქართულ საიტზე: ჩვენ ვართ მუსლიმები..
ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელ “კარფურის” საიტი საქართველოში – carrefour.com.ge გატეხეს.
ვებ გვერდზე ჰაკერებმა ინგლისურ ენაზე შემდეგი სახის ტექსტი დატოვეს. “ჩვენ ვართ მუსლიმები; ყურანი არის ჩვენი წიგნი; ღმერთის გვწამს და ღმერთისთვის ვმუშაობთ; გვძულხარ შარლი ებდო, ისლამი სიმართლეა, ამიტომ არის ის ყველაზე სწრაფად ზრდადი რელიგია”, – წერია ვებ გვერდზე დატოვებულ ტექსტში.
ამ დროსითვის carrefour.com.ge- სრულად გათიშულია.