იანვარში უკანონო ტყითსარგებლობის 294 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის 01 იანვრიდან 31იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 294 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

,,ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა დატრანსპორტირების ყველაზე მეტი – 137 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 56 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში – 23, ქვემო ქართლში – 20, აჭარაში – 19, სამეგრელო-ზემო სვანეთში -18, მცხეთა-მთიანეთში- 11, შიდა ქართლში – 6, გურიაში – 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამურად, ამოღებულიაუკანონოდმოპოვებული419მ3-მდეხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 26ფაქტი. ასევე, ამოღებულია 7 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი”, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები