ერთიანობის მარშს პარიზში მუსლიმი და ებრაელი სასულიერო ლიდერები შეუერთდნენ
ერთიანობის მარშს პარიზში მუსლიმი და ებრაელი სასულიერო ლიდერები შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სოლიდარობის მარში მიმდინარეობს.
ამ წუთებში სოლიდარობის მარშს წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, მსოფლიო ლიდერები და დაღუპულთა ოჯახის წევრები მიუძღვებიან. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე დაახლოებით 3 კილომეტრიან მარშრუტს გაივლიან.
პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად მშვიდობიან მსვლელობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მონაწილეობს.
ჟურნალ “შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ აქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.