ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, მშვიდობიან მსვლელობაში მონაწილეობს

პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, მშვიდობიან მსვლელობაში მონაწილეობს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში სოლიდარობის მარშს წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, მსოფლიო ლიდერები და დაღუპულთა ოჯახის წევრები მიუძღვებიან. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე დაახლოებით 3 კილომეტრიან მარშრუტს გაივლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები