“როდესაც ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, გვარამია და სააკაშვილი საქმის გარეშე დარჩნენ – თუ ოდესმე დაგაინტერესებთ, როგორ გამოიყურება უმიზნოდ დარჩენილ ადამიანთა ისტერია, „მთავარ აქცენტებს“ რეკომენდაციას ვუწევთ” – POSTV (ვიდეო)

,,ოპოზიციურ მედიას ერთი საინტერესო თვისება გააჩნია – ყოველთვის, როდესაც გგონია, რომ არაადეკვატურობის მაქსიმალურ ნიშნულს უკვე მიაღწიეს, მაყურებლის გაოგნებას მაინც ახერხებენ. მსგავს შემთხვევათა ჩამოთვლა ძალიან დიდ დროს წაგვართმევს, ამიტომ, პირდაპირ საქმეზე გადავალთ და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერით გასულ სააკაშვილ-გვარამიას შეხმატკბილებულ ბაასს განვიხილავთ. როგორც ჩანს, საახალწლო შვებულებიდან ნიკა გვარამია გაორმაგებული ძალებით დაგვიბრუნდა. მისი დრამატული პერფორმანსი, თამამად შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ეს უკანასკნელი ბრაზს, სევდასა და სხვა კომპლექსურ ემოციებთან ერთად, ცოტათი არაფხიზელ მდგომარეობას აერთიანებდა. მთელი მისი მონოლოგი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარესა და მისი პოლიტიკიდან წასვლას ეხებოდა. გვარამია დაინტერესდა, რამდენად რეალური იყო ეს ქმედება და ვისთან გაარჩევდა აღნიშნულ საკითხს, თუ არა საქართველოს მიხეილ სააკაშვილთან – ტელეკომპანია POSTV ,,მთავარი არხის“ გადაცემა ,,მთავარ აქცენტებს“ ვრცელს ვიდეობლოგს სახელწოდებით ,, გვარამია – სააკაშვილის დრამატული პერფორმანსი“ უძღვნის.

ავტორის თქმით, ამ დრომდე მოსმენილ არაადეკვატურობათა კორიანტელი კიდევ არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც წინ გველოდა.

,,რა თქმა უნდა, პროგრამაში იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდ „ქართუსთვის“ ქონების გადაცემის საკითხი – ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ აღნიშნული ქველმოქმედება წამყვანმა და მისმა სტუმარმა უბრალო თაღლითურ სქემად და გადასახადებისაგან თავის არიდების მცდელობად შერაცხეს, თუმცა, რატომ ჩამოშორდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას? გვარამიასა და სააკაშვილს ამაზე ცალსახა პასუხი აქვთ. ივანიშვილი ტრამპის დამფინანსებელი იყო. ახლა კი ბაიდენის გამარჯვების შემდეგ ის სხვა ოლიგარქების მსგავსად იძულებული გახდა, განზე გამდგარიყო, რადგან შესაძლოა, სამართლებრივ პასუხისგებაშიც კი მიეცეს. ჰო, რა თქმა უნდა, სააკაშვილს იმის დამატებაც არ დავიწყებია, ტრამპი თავიდან ბოლომდე რუსული პროექტიაო. ისე, საინტერსოა, როდის მოასწრო მიშამ ტრამპზე აზრის შეცვლა”, – ნათქვამია ,,ვიდეობლოგში.”

როგორც ავტორი აღნიშნავს, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ წლის დასაწყისში ტრამპის მომხრეთა კაპიტოლიუმში შეჭრა ივანიშვილის დაფინანსებულია.
მისი თქმით, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება, გარდა იმისა, რომ საკუთარ პლატფორმაზე, საკუთარ რეალობასა და აღქმაში დაკარგული ეს ორი ადამიანი უბრალოდ ზის და წარმოსახვით მოცემულობაზე გვესაუბრება – აწყობენ გეგმებს, რომ სააკაშვილი ბრუნდება, რომ საქართველოს იხსნის, და სხვა უკვე ბევრჯერ მოსმენილი ოცნებები, თუმცა, ამ მიმართულებიდან მაინც იმ ნაწილს გამოვყოფთ, სადაც გვარამია ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ მიშა და ილია ჭავჭავაძე ერთი და იგივე წონის მოღვაწეები არიან.
,,ზოგადად, საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა კარგად იცის, რომ „მთავარზე“ მსგავსი ისტერიული პერფორმანსების დროს ლოგიკის ძებნა წყლის ნაყვაა, თუმცა მაინც, მოდით, ვიყოთ არაორდინალურები და დავსვათ კითხვა: რა აძლევთ გვარამიასა და სააკაშვილს ზემოთ აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს. ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ წლის დასაწყისში ტრამპის მომხრეთა კაპიტოლიუმში შეჭრა ივანიშვილის დაფინანსებულია. ამ ყველაფრის შემდეგ, საერთოდ რაზე ღირს საუბარი? რა დასკვნის გამოტანა შეიძლება, გარდა იმისა, რომ საკუთარ პლატფორმაზე, საკუთარ რეალობასა და აღქმაში დაკარგული ეს ორი ადამიანი უბრალოდ ზის და წარმოსახვით მოცემულობაზე გვესაუბრება – აწყობენ გეგმებს, რომ სააკაშვილი ბრუნდება, რომ საქართველოს იხსნის და სხვა უკვე ბევრჯერ მოსმენილი ოცნებები, თუმცა, ამ მიმართულებიდან მაინც იმ ნაწილს გამოვყოფთ, სადაც გვარამია ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მიშა და ილია ჭავჭავაძე ერთი და იგივე წონის მოღვაწეები არიან. მოკლედ, ფაქტი ერთია – როდესაც ადამიანს წლების განმავლობაში ებრძვი, ამბობ, რომ გააგდებ, ჩამოიშორებ ის კი ერთ დღესაც თავისით მიდის, მართლაც მძიმე მისაღებია”, – ამბობს ავტორი.

ვიდეობლოგის დასასრულ, ნათქვამია, რომ ახლა, როდესაც ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, მიშა და ნიკოლოზი, უხეშად რომ ვთქვათ, საქმის გარეშე დარჩნენ – აღარ იციან, ვის შესახებ გაავრცელონ ფეიკ ინფორმაცია და ვის „გაშავებაში“ გაატარონ დრო.

,,ამიტომ, თუ ოდესმე დაგაინტერესებთ, როგორ გამოიყურება უმიზნოდ დარჩენილ ადამიანთა ისტერია, იცოდეთ, გადაცემა „მთავარ აქცენტებს“ რეკომენდაციას აუცილებლად ვუწევთ”, – აცხადებს ავტორი.

წყარო: POSTV

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები