სოზარ სუბარი: ოპოზიციას სჭირდება ძალები, რომლებიც იფიქრებენ ქვეყნის განვითარებაზე
“რა ხდება ოპოზიციის შიგნით, ამის განხილვას არ დავიწყებ. თავის საქმე თვითონ იციან”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ჯანსაღი პოლიტიკური ძალები სჭირდება.
„ოპოზიციას სჭირდება განახლება, რომ გამოვიდნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც იფიქრებენ არა მხოლოდ იმაზე, ძალაუფლება როგორ დაიბრუნონ და როგორ დაატრიალონ სისხლის კალოები, რასაც ისინი დაჩვეულები იყვნენ ქუჩაში თუ ციხეში, არამედ ქვეყნის განვითარებაზე იფიქრონ. თუ გამოჩნდება ძალა, რომელიც ამას შეძლებს ეს იქნება ძალიან კარგი. მე ძალიან მეეჭვება, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდანაა გამოსული, რაც არ უნდა დაირქვას და საითაც არ უნდა წავიდნენ, მეეჭვება, რომ ამის შანსი და ძალა ჰქონდეთ“, – განაცხადა სუბარმა.