შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“  3 700 უბანზე მომუშავე თანამშრომელი  ხელფასს ვერ მიიღებს, მათ გვიღალატეს და ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება

„მე არა მარტო უარი ვთქვი ჩემს ე.წ. სადეპუტატო ხელფასზე, არამედ დღეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ე.წ. ხელფასებისთვის ნულოვან უბნებზე, ანუ უბნებზე, სადაც რეჟიმმა გაგვიყალბა არჩევნები ურცხვად, არ დაგვიწერა არც ერთი ხმა ან ჩვენმა წარმომადგენლებმა გვიღალატეს, – ამის შესახებ  „ლეიბორისტულმა პარტის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილი განაცხადა.

„მოვითხოვ, რომ ეს ფული დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე, რომლებიც წლებია, ქრონიკულად შიმშილობენ. როგორც მოგეხსნებათ, პარტიებს ჰყავთ წარმომადგენლები ყველა უბანზე, ასეთია 3 700 უბანი. ეს წარმომადგენელია ვალდებულია, მივიდეს და თუ ხმას არ დაიცავას, თავად მაინც მოგვცეს ხმა. მიბრძანდნენ ჩვენი წარმომადგენლები რამდენიმე ასეულ უბანზე და წამოიღეს ნული ხმა. პირდაპირ ჩანს, რომ ხელისუფლებამ არა მარტო გააყალბა უბანი, არამედ ესეც მოისყიდა, ეს ნაძირალა, ვინც გაგზავნილი გვყავდა. ახლა ამას ხელფასს ხომ არ გადავუხდით. საუბარია ასეულებით ადამიანზე, დაახლოებით 400-500. მე მგონი სწორი გავაკეთეთ და ჭკუის სასწავლებელი იქნება,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები