ბულგარეთმა ქვეყნიდან ჯაშუშობისთვის რუსი დიპლომატი გააძევა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან რუს დიპლომატს აძევებს.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ ბულგარეთში რუსეთის საელჩოს განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსი დიპლომატის გაძევება უსაფუძვლოა და დიალოგის წარმართვას ხელს არ უწყობს.

“რუსული მხარე იტოვებს უფლებას, დიპლომატის გაძევებას უპასუხოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

წელს ბულგარეთიდან კიდევ ორი დიპლომატი იქნა გაძევებული.

როგორც 24 იანვარს ბულგარეთის პროკურატურაში განაცხადეს, დიპლომატები ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდნენ, მაგრამ მათთვის ბრალის წარდგენა დიპლომატიური ხელუხლებლობის გამო ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები