პაპუაშვილი – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: საქართველოში ხელისუფლება რომ ვერ დაამხო, არასასურველ პირად გამოაცხადა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც მეტი ოქრო აქვს მოპოვებული, ვიდრე მისი ქვეყნის გუნდს 20 წლის განმავლობაში

“ეს ადამიანი საქართველოში, ქვეყნის პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშით შეიარაღებული ხელისუფლებას ამხობდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისამართით წერს.

„7 შეამჩნიეს… შვიდი… თან შეამჩნიეს… და ეს ადამიანი, საქართველოში, ქვეყნის პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშით შეიარაღებული ხელისუფლებას ამხობდა და რომ ვერ დაამხო, თავის ქვეყანაში არასასურველ პირად გამოაცხადა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც უფრო მეტი ოქრო აქვს მოპოვებული ვიდრე მისი ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს ბოლო 20 წლის განმავლობაში.

რომ ვიცოდეთ მაინც, ვინ მართავს თანამედროვე ევროპას,”- წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები