წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

12 ოქტომბრის საღამოს საათებიდან 13 ოქტომბრის დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, დროგამოშვებით ქარის გაძლიერება, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო)”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები