ამირან გამყრელიძე: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადგილი აქვს გარკვეულ ტენდენციას – შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი

“ქვეყანაში ამ ეტაპზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადგილი აქვს გარკვეულ ტენდენციას – შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი”, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დამშვიდების საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს.

,,ქვეყანაში ამ ეტაპზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადგილი აქვს გარკვეულ ტენდენციას – შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი, ანუ აღარ გვაქვს ზრდა და გვაქვს პირველი ნიშნები ოდნავ შემცირებისა.

ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა იმიტომ, რომ, გაფართოებული ტესტირების ფონზე, იგივე ამ კვირაში შეიძლება, კიდევ გვქონდეს დღევანდელთან შედარებით ინფიცირების ზრდა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს ისეთი ზრდა, რომელიც გადააჭარბებს წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს. ანუ გარკვეული პოზიტიური ტრენდი გამოჩნდა, მცირე, მაგრამ ეს არ უნდა გვაძლევდეს არავითარი დამშვიდების საფუძველს იმიტომ, რომ პანდემია ბობოქრობს მთელს მსოფლიოში, პანდემია ბობოქრობს ევროპაში, ჩვენ ირგვლივ. ამიტომ, ჯერჯერობით, არავითარი თვითდამშვიდების საფუძველი არ გვაქვს.  დაცული უნდა იყოს ყველა ის შემზღუდველი ღონისძიება, რაზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები