ეკატერინე ტიკარაძე: შს სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა მეტადონის პროგრამა მინიმალური ხარვეზებით წარიმართოს
“შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა მინიმალური ხარვეზებით წარიმართოს მეტადონის პროგრამა”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო შესაბამის უწყებებთან ერთად მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებს.
„მეტადონის პროგრამა ჯერ კიდევ გაზაფხულზე მუშაობდა ამ რეჟიმში. სამინისტროშიც გვქონდა გარკვეული კრიტიკული შეხედულებები, ვინაიდან გარკვეულ რისკს წარმოადგენს, როდესაც ჩვენ პროგრამაში ჩართულ პირებს ვაძლევთ ხუთი დღის დოზას. პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გათვალისწინებით, ვინაიდან ისინი საკმაოდ დიდი რისკის მატარებლები არიან, ჩვენ ავიღეთ გარკვეულ რისკები და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა მინიმალური ხარვეზებით წარიმართოს პროგრამა და მინიმალური კითხვა გააჩინოს. ეს პროგრამა დღესაც დაუბრუნდა გაზაფხულის რეჟიმს, ისევ და ისევ პაციენტის ინტერესებიდან, უსფართხოებიდან გამომდინარე. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროგრამაა და შესაბამის უწყებებთან ერთად ახორციელებენ მაქსიმალურ კონტროლს“, – განაცხადა მინისტრმა.